კენედის მკვლელის საფლავი სასამართლომ აუქციონიდან მოხსნა და ძმას გადასცა

ტეხასის სასამართლოს დადგენილებით, პრეზიდენტ ჯონ კენედის მკვლელის ლი ჰარვი ოსვალდის საფლავი არა დამკრძალავ ბიუროს, არამედ მის ძმას რობერტ ოსვალდის ეკუთვნის. ამის შესახებ ინფორმაციას გაზეთი New York Times-ი ავრცელებს.
რობერტ ოსვალდიმ სასამართლოს მას შემდეგ მიმართა, რაც გაიგო, რომ დამკრძალავმა ბიურო „Baumgardner“-მა ოსვალდის საფლავი 2014 წლის დეკემბერში აუქციონზე გასაყიდად გამოიტანა. ლოტი 87,5 ათას აშშ დოლარად გაიყიდა, თუმცა სასამართლო გარჩევების გამო კუბო აუქციონის საცავში დარჩა.
ქალაქ ფორტ-უერტის მოსამართლის დონალდ კროსბის განჩინების თანახმად, ოსვალდის კუბო და ცხედარი არა დამკრძალავ ბიუროს, არამედ რობერტ ოსვალდის ეკუთვნის.
რობერტ ოსვალდის ადვოკატის გაცხადებით, კენედის მკვლელობაში ბრალდებულის ძმა ლი ჰარვი ოსვალდის კუბოს განადგურებას მალე გეგმავს.
ლი ჰარვი ოსვალდი კენედის მკვლელობიდან მალე ჯეკ რუბიმ მოკლა. 1981 წელს ოსვალდის ცხედარი ახალ საფლავში გადაასვენეს, რადგან ძველი საფლავი დაზიანებული იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები