საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საპატიო სტუმარი ქვეყანაა

    ამ წუთებში ბერლინში, საქართველოს საელჩოში, ხელი ეწერება 2018 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველო საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობას. საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობასთან სტუმარი ქვეყნის სტატუსის მოპოვებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს 2011 წლიდან აწარმოებს. 2013 წელს საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის დირექტორი იურგენ ბოსი და ვიცე – პრეზიდენტი ტობიას ვოსი, რომლებმაც მოლაპარაკებები გამართეს, როგორც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრთან გურამ ოდიშარიასთან, ასევე ყოფილ პრემიერ-მინისტრთან ბიძინა ივანიშვილთან და სახელოვნებო წრეების წარმომადგენლებთან. შეხვედრების ფარგლებში, გერმანელმა კოლეგებმა ნათლად დაინახეს ჩვენი ქვეყნის მზაობა „სტუმარი ქვეყნის პროგრამაში“ მონაწილეობის თაობაზე, რამაც ხელი შეუწყო რამდენიმეწლიანი მოლაპარაკებების წარმატებულად დასრულებას. 2014 წელს ლიტერატურის პროგრამის დაფინანსების მიმართულებით ბიუჯეტის მნიშვნელოვანი ზრდა და ქართული ლიტერატურის საზღვარგარეთ პოპულარიზაციის სპეციალური ცენტრის დაარსება იგეგმება, რომლის მთავარი ამოცანები ქართული ლიტერატურის პოპულარიზაციის ხელშეწყობისათვის უფრო მოქნილი და დეცენტრალიზებული სტრუქტურის შექმნა იქნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები