„ეს განაჩენი იმ მოქალაქეებს ეკუთვნით, რომლებმაც პოლიციის ძალადობა საკუთარ თავზე იწვნიეს“

    დღევანდელი განაჩენი ეკუთვნის ყველა იმ რიგით მოქალაქეს, რომლებმაც პოლიციის ძალადობა საკუთარ თავზე იწვნიეს – ამის შესახებ 26 მაისის საქმის პროკურორმა ნათია მეზვრიშვილმა მერაბიშვილის სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„ჩვენ სასამართლოს გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა, ველოდებოდით, იქიდან გამომდინარე, რომ ხუთი თვის მანძილზე სასამართლოში წარვადგინეთ ძალიან ბევრი მტკიცებულება, რომელიც ივანე მერაბიშვილის ბრალეულობას ადასტურებდა. დღევანდელი განაჩენი ეკუთვნის იმ ასობით საქართველოს რიგით მოქალაქეს, რომლებმაც 26 მაისს პოლიციის მიერ გამოყენებული ძალადობა საკუთარ თავზე იწვნიეს. სასამართლოს გადაწყვეტილება შესაბამისად იყო ადეკვატური და ივანე მერაბიშვილი დამნაშავედ ცნო“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს 26 მაისის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ ვანო მერაბიშვილს 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები