ქართული ვიდეოხელოვნების გამოფენა – “აღწერები“
დამოუკიდებელმა პლატფორმამ – “აქტივი კულტურისთვის” განახორციელა ქართული ვიდეოხელოვნების კვლევა და ელექტრონული არქივისთვის ნამუშევრების შეგროვება-დოკუმენტაცია, რომელიც განთავსებულია ინტერნეტსივრცეში ვებგვერდის: „www. Videoimage.ge“ სახით. ელექტრონული არქივი მოიცავს 80 ქართველი არტისტის 400-მდე ვიდეონამუშევარს, შესაბამისი კატეგორიზაციითა და ქრონოლოგიით.
ქართული ვიდეოხელოვნების გამოფენა “აღწერები“ შაბათს, 01 მარტს, 18 საათზე მიქელაძის სახელობის ეროვნული მუსიკალური ცენტრის შენობაში გაიხსნება. წარმოდგენილი იქნება 21 ქართველი მხატვრის ვიდეონამუშევარი. გამოფენის დასრულების შემდეგ, 2014 წლის აპრილის ბოლოს გამოიცემა პუბლიკაცია, რომელშიც წარმოდგენილი იქნება კვლევის შედეგად დამუშავებული ტექსტური მასალა, ასევე 5 სხვადასხვა ავტორის ხედვა ქართულ ვიდეოხელოვნებასთან მიმართებაში.
80-იანი წლებიდან მოყოლებული, ქართულმა ხელოვნებამ თავისი განვითარების გზა გაიარა. გამოფენა “აღწერები” მიზნად ისახავს ქართული ვიდეოხელოვნების განვითარების 23 -წლიანი ისტორიის დაფიქსირებას.