ლი რიგბის მკვლელები სამაგალითოდ დაისაჯნენ

  ლონდონის ვულიჩის რაიონში ბრიტანეთის არმიის სამხედრო მოსამსახურის ლი რიგბის მკვლელები დაისაჯნენ – მაიკლ ადებოლაჯოს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა, ხოლო მაიკლ ადებოვალე ციხეში 45 წელს გაატარებს.
2013 წლის ივნისში ვულიჩის ყაზარმებთან, სადაც ლი რეგბი მსახურობდა, მაიკლ ადებოლაჯომ და მაიკლ ადებოვალემ სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული სამხედრო მოსამსახურე თავისი მანქანიდან შუა გზაზე გადაათრიეს და დანებით სასტიკად აჩეხეს. როდესაც მოსამართლემ დაიწყო განაჩენის წაკითხვა, ადებოლაჯო და ადებოვალე აყვირდნენ და წინააღმდეგობის გაწევა სცადეს, რის გამოც მათ დარბაზის დატოვება მოუწიათ. მოსამართლემ განაცხადა, რომ განაჩენი “ბარბაროსული მკვლელობის” საფუძველზე გამოიტანა, და რომ ამ მკვლელობის ლიდერი ადებოლაჯო იყო.
ორივე მკვლელი წარმოშობით ნიგერიელია. მაიკლ ადებოლაჯო ლონდონში, ქრისტიაბის ოჯახში გაიზარდა, აქვე სწავლობდა უმაღლეს სასწავლებელში. ის სულ რამდენიმე წლის წინ კოლეჯის დამთავრების შემდეგ გახდა ისლამის მიმდევარი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები