ირაკლი ქადაგიშვილი – ბაჩო ახალაიას დაკავებაზე: გამოძიებას მყარი არგუმენტები გააჩნია, რომლითაც ის სასამართლოში წარდგება
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი, თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩანა ახალაიას დაკავებას ეხმაურება.
„რაც მოვისმინეთ უსაფრთხოების სამსახურის ბრიფინგიდან, იქ თვალნათლივ ჩანს, რომ 4 ოქტომბრის დღის განმავლობაში, როდესაც შეუმდგარი გადატრიალება-აჯანყების პროცესი მიმდინარეობდა, მუდმივი კავშირი ჰქონდა ოთხივე პიროვნებას, რომლებიც ხელმძღვანელობდნენ პროცესს, ბაჩო ახალაიასთან. გამოძიებას მყარი არგუმენტები გააჩნია, რომლითაც ის სასამართლოში წარდგება“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.
შეგახსენებთ, ბაჩო ახალაიას ბრალს, სავარაუდოდ, დღეს წარუდგენენ.