დავით მათიკაშვილი – გამოძიებას და სასამართლოს განაჩენს დაველოდებით, რომელიც ვფიქრობ, ბაჩო ახალაიას სასარგებლოდ არ იქნება
“გამოძიებას და სასამართლოს განაჩენს დაველოდებით, რომელიც ვფიქრობ, ბაჩო ახალაიას სასარგებლოდ არ იქნება,”- ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
„არც ის არის გასაკვირი, რომ „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლების ჩინოსანი კვლავ შეეცადოს, რევანშს მიაღწიოს ძალადობრივი მოქმედებებით და ამაში აქტიური როლი ჰქონდეს. გამოძიებას და სასამართლოს განაჩენს დაველოდებით, რომელიც ვფიქრობ, ბაჩო ახალაიას სასარგებლო არ იქნება. აქამდე არსებული ყველა მტკიცებულება მის ბრალეულობაზე მიუთითებს“, – განაცხადა მათიკაშვილმა.
შეგახსენებთ, 4 ოქტომბრის საქმესთან დაკავშირებით სუს-მა საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია დააკავა. როგორც სუს-ში განაცხადეს, გამოძიებით დადგინდა, რომ ბაჩო ახალაია „დანაშაულებრივ მოვლენებს ხელმძღვანელობდა და მთავარი ორგანიზატორი იყო“.