კალიფორნიაში წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა(ფოტო)

კალიფორნიის დიდ ნაწილში ძლიერმა წვიმებმა წყალდიდობები და მეწყერი გამოიწვია, რის შედეგადაც შობის ღამეს სამი ადამიანი დაიღუპა,- ამის შესახებ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იუწყება.

შტორმებმა, რომლებიც, სავარაუდოდ, პარასკევის ჩათვლით გაგრძელდებოდა, ლოს-ანჯელესის ოლქის ზოგიერთ რაიონში ჭარბი ნალექი გამოიწვია, რის გამოც მოხდა მოსახლეობის ევაკუაცია და მთავარი გზები გადაიკეტა.

კალიფორნიის გუბერნატორმა გევინ ნიუსომმა ოთხშაბათს ლოს-ანჯელესსა და სამხრეთ კალიფორნიის სხვა ოლქებში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

ხუთშაბათის საღამოდან შტატში დაახლოებით 100 000 ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები