გამომცემლობა "საუნჯე" – „ერთად შევხვდეთ გაზაფხულს“
ზამთრის ბოლო დღეს, გამომცემლობა “საუნჯე” ახალ წიგნებს – ნატა ვარადას “ამებური სიმღერებიდან” და დებიუტანტი ავტორის, გიორგი ხატიაშვილის პოეტურ კრებულს “ოპერეტა” წარმოადგენს. წიგნების წარდგინება რესტორაცია “დივანის” საპრეზენტაციო სივრცეში შედგება. ზამთართან გამოთხოვება მოხდება პოეზიით, თანამედროვე მხატვრის თეა ლეჟავას საინტერესო გამოფენით და Shall Art -ის კლუბური ტრექებით.