რატომ გვიანდება ხელფასები და იხურება თუ არა კლინიკა „ლანცეტი“

სოციალურ ქსელებსა და მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ კლინიკა „ლანცეტი“ იხურება და ნაწილ-ნაწილ იყიდება. აღნიშნულ საკითხს კლინიკის გენერალური მენეჯერი რამილია ალიევა ეხმაურება.
როგორც „კვირასთან“ საუბრისას ალიევა განმარტავს, მედიაში კლინიკის დახურვასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია არის ცრუ და სიმართლეს არ შეესაბამება – კლინიკა არც იხურება და არც იყიდება.
„ლანცეტის“ დახურვასთან დაკავშირებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. ეს არის კონკურენტების მიერ გავრცელებული ცრუ ინფორმაცია. „ლანცეტი“ ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობას აგრძელებს, ყველა თანამშრომელი თავის ადგილზეა, ასევე მიმდინარეობს ოპერაციები, სამედიცინო მომსახურება. ეს არის სრული აბსურდი. კლინიკა არც იყიდება და არც იკეტება, პირიქით მუშაობას განაგრძობს და ამატებს ორ განყოფილებას“, – აცხადებს რამილია ალიევა.
კლინიკა „ლანცეტის“ გენერალური მენეჯის განმარტებით, ხელფასების დაგვიანება ახლად გახსნილი კლინიკისთვის ნარმალური პროცესია. მისივე თქმით, თანამშრომლებთან დადებული ხელშეკრულება, შესრულებული სამუშაოს ჩაბარებიდან 45 დღის განმავლობაში ანაზღაურების მიცემას ითვალისწინებს. ასევე ალიევა განმარტავს, რომ კლინიკა ჩართულია სახელმწიფო საყოველთაო დაზღვევის პროგრამაში.
„კლინიკის ყველა თანამშომელმა აიღო ხელფასი. ახლა მიმდინარეობს ოქტომბრის ხელფასების გაცემა. თანამშრომლებთან გაფორმებულ შრომით ხელშეკრულებაში აღნიშნულია, რომ შრომის ანაზღაურება ხდება შესრულებული სამუშაოს ჩაბარებიდან 45 დღის განმავლობაში, რადგან ჩვენ საყოველთაო დაზღვევაზე ვართ დამოკიდებულები. დაზღვევის პირობები ისეთია, რომ როცა ჩვენ ვასრულებთ სამუშაოს, ჯანდაცვის სამინისტრო შესაბამის თანხას გვირიცხავს და შემდეგ ვიწყებთ ხელფასების დარიგებას. კლინიკა გახსნის პირველივე დღიდან ჩართულია სახელწიფო საყოველთაო დაღვევის პროგრამაში, ასევე მომორანდუმი გავაფორმეთ აფხაზეთის მთავრობასთან, იძულებით გადადგილებული პირებისთვის უფასო სამედიცინო გამოკვლევებს ვატარებთ“, – აცხადებს რამილია ალიევა.
„კვირა“ კლინიკის მიმღებსაც დაუკავშირდა. მიმღებში კლინიკის შესაძლო დახურვასთან დაკავშირებით არაფერი იციან. „აქ ვმუშაობ და არ ვიცი ასეთი ინფორმაცია. დამატებით ვერაფერს გეტყვით. მიმართეთ კლინიკის პრესსამსახურს“, – აცხადებენ კლინიკის მიმღებში.
ქართულ-აზერბაიჯანული მრავალპროფილური სამედიცინო კლინიკა „ლანცეტი” 2014 წლის მაისში გაიხსნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები