ბათუ დანელიას ახალი წიგნი – „სიყვარული ბალასტია“
27 თებერვალს, საღამოს 7 საათზე მაღაზია “დიოგენეში” პოეტ ბათუ დანელიასთან შეხვედრა და პოეტის ახალი წიგნის – „სიყვარული ბალასტია“ წარდგენა გაიმართება. წიგნი ბათუ დანელიას პოეზიის კრებულია, სადაც პოეტის მიერ ბოლო წლებში დაწერილი ლექსებია შესული. ბათუ დანელია 1983 წლიდან მწერალთა კავშირის წევრია და ქართული ლიტერატურის განვითარებისათვის ღირსების ორდენი აქვს მიღებული.