ლექსო თამაზაშვილი „აქცენტებში“ გასულ რეპორტაჟს ეხმაურება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლექსო თამაზაშვილი ეკა კვესიტაძის გადაცემა „აქცენტებში“ გუშინ გასულ რეპორტაჟს ეხმაურება. სიუჟეტში, რომელიც თელავში მომხდარ მკვლელობას ეხებოდა, თამაზაშვილის გვარმაც გაიჟღერა.
დეპუტატის შეფასებით ეს ფაქტი “რუსთავი 2“-ის მხრიდან საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა და თამაზაშვილების ოჯახის წინააღმდეგ წარმოებული შავი პიარის გაგრძელებაა.
“მინდა გამოვეხმაურო, ტელეკომპანია „რუსთავი2“-ზე გასულ გადაცემას ქ. თელავში მომხდარ მკვლელობაზე, სადაც რამდენჯერმე გაიჟღერა ჩემმა სახელმა და გამოქვეყნდა პირადი მიმოწერა არჩილ მაისურაძესთან. ისე როგორც, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა, მეც აღნიშნულ ტელეკომპანიას მივიჩნევ „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურად, რომელიც ჩემი ოჯახის, მიმართ წლების მანძილზე, როგორც წესი გამოირჩევა სუბიექტურობით და დაკავებულია შავი პიარით.
სწორედ შავი პიარი მგონია განსაკუთრებით და საეჭვოდ ხშირად გასული ანონსი, აღნიშნული გადაცემის. რაც მიზნად ისახავდა საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, თითქოს მე რაიმე კავშირი მქონდა ამ შემზარავ დანაშაულთან ან დანაშაულის დაფარვასთან. სუბიექტურობით გაჯერებულ ამ გადაცემაშიც კი შავით თეთრზე ჩანდა, რომ გარდა გულწრფელი დახმარებისა, არჩილ მაისურაძის მიმართ (ეს ამბავი არჩილის დამ, სალომე მაისურაძემაც დაადასტურა გადაცემაში) სხვა არაფერი არ იკვეთება და მხოლოდ საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით დასმული კითხვები და ვარაუდები გაჟღერდა.
აქვე მინდა ავღნიშნო, რომ არჩილ მაისურაძე ჩემი ბავშვობის მეგობარი გალხდათ და ვთხოვ ყველას შეწყვიტოს ყოველგვარი სპეკულაციები აღნიშნულ თემაზე. იმედი მაქვს, სამართალდამცველები გამოიძიებენ ამ საქმეს და ყველა დამნაშავე მიიღებს შესაბამის სასჯელს.
P.S. არ ვაპირებ სხვა რაიმე სახის პოლემიკაში შევიდე სუბიექტურ და შავი პიარით დაკავებულ ტელევიზიასთან, რომელსაც საზოგადოებამ “ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახური შეარქვა“, – წერს ლექსო თამაზაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები