პრემიერ-მინისტრი: ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ჩვენი ხელისუფლება არის კონსტრუქციული

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დავოსში ვიზიტისას, ტელეკომპანია CNBC-თან ინტერვიუში საქართველოში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრა. პრემიერის განცხადებით, საქარტველოს მთავობის მტავარი მიზანია, საქართველო ნამდვილ ევროპულ სახელმწიფოდ გარდაიქმნას.
„ჩვენი ევროინტეგრაცია და ევროპული ორიენტაცია არის ჩვენი ქვეყნის ხალხის არჩევანი, რომელიც არ არის მიმართული არავის წინააღდეგ, რუსეთის ჩათვლით. ეს არის ჩვენი არჩევანი – ჩვენ მართლაც გვსურს, გარდავქმნათ საქართველო ნამდვილ ევროპულ სახელმწიფოდ.
ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ჩვენი ხელისუფლება არის კონსტრუქციული და პროგნოზირებადი. ჩვენ არ ვდგამთ არც ერთ ნაბიჯს ჩვენი ეროვნული ინტერესების საზიანოდ და არ ვქმნით რისკებს, რომლებიც შეიძლება დაემუქროს ჩვენს სტაბილურობას.
ბოლო ორ წელიწადში ჩვენ განვამტკიცეთ უსაფრთხოება და სტაბილურობა ჩვენს ქვეყანასა და რეგიონში. ეს კი არის ყველას და მათ შორის, რუსეთთან კონსტრუქციული მიდგომის შედეგი. უცხოელი ინვესტორებისთვის ჩვენ შევქმენით ბიზნესისთვის ხელსაყრელი, სტაბილური გარემო. მესმის, რომ უცხოელი ინვესტორები შეიძლება შიშობდნენ, მაგრამ ისინი ყურადღებით ადევნებენ თვალყურს და ხედავენ პროგრესს.
მართალია, საქართველო ახალგაზრდა დემოკრატიული ქვეყანაა, ჰყავს ახალგაზრდა ლიდერები, მაგრამ ჩვენი წარმატების მოტივაცია მართლაც უზარმაზარია“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები