უკრაინული „მემარჯვენე სექტორი“ და „უნა-უნსო“ რუსეთში აკრძალულ ორგანიზაციებად გამოაცხადეს

უკრაინული „მემარჯვენე სექტორი“ და „უნა-უნსო“ რუსეთში აკრძალული ორგანიზაციების სიაში მოხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაცია რუსეთის ფედერაციის იუსტიციის სამინისტროს ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა.
აკრძალული ორგანიზაციების სიაში კიდევ სამი უკრაინული ორგანიზაცია მოხვდა: ორგანიზაცია „საძმო“, ორგანიზაცია „ სტეფან ბანდერას სახელობის სამკაპი“ და უკრაინის ამბოხებულთა არმია („უპა“) .
რუსეთის ფედერაციის იუსტიციის სამინისტრო ჩამოთვლილი ორგანიზაციების აკრძალულ სიაში მოხვედრის საფუძვლად, რუსეთის ფედერაციის უმაღლესი სასამართლოს მიერ 2014 წლის 17 ნოემბერს მიღებულ გადაწყვეტილებას ასახელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები