ჰილარი კლინტონმა ვლადიმერ პუტინის პაროდია გააკეთა (ვიდეო)



აშშ-ს ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა, აშშ-ს მომდევნო პრეზიდენტობის ერთ-ერთმა მთავარმა კანდიდატმა ჰილარი კლინტონმა კანადაში გამოსვლისას ვლადიმერ პუტინის პაროდია გააკეთა. ჟურნალისტის კითხვაზე – სურს თუ არა გახდეს ქვეყნის პრეზიდენტი? კლინტონმა აღნიშნა, რომ „არსებობს პროცესი“ და ის „ისეთი არ არის, როგორც პუტინთან“.

კლინტონმა ამის შემდეგ ვლადიმერ პუტინის პაროდირება მოახდინა.
„ის პრეზიდენტობის შემდგომ პრემიერ-მინიტრი იყო. და ერთხელ ის საკუთარ თავს ეუბნება: „ ვლადიმერ, როგორ გგონიათ, თქვენ გსურთ ისევ პრეზიდენტი გახდეთ? – „ვფიქრობ , მინდა“ – „ რატომ არ განვაცხადებთ უბრალოდ ამის შესახებ? ჩვენ ვეტყვით დიმიტრის, რომ მას შეუძლია პრემიერ-მინისტრი იყოს“ – „შესანიშნავი, შესანიშნავი იდეაა“. ჩვენ დიახ გვაქვს (საარჩევნო) პროცესი“ – განაცხადა ჰილარიმ კლინტონმა.

პოლიტიკოსის ხუმრობამ დარბაზის მქუხარე აპლოდისმენტები გამოიწვია. კლინტონის პაროდიის ამსახველი ვიდეო ინტერნეტში კანადურმა გამოცემა „Winnipeg Free Press“-მა გაავრცელა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები