ჯონ კერი “ბოკო ხარამის“ გამო ნიგერიას ეწვევა
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ჯონ კერის განცხადებით, იგი გეგმავს ნიგერიას ეწვიოს, სადაც ისლამისტური დაჯგუფება „ბოკო ხარამი“ რამდენიმე დღეა პარტიზანულ ომს აწარმოებს.
ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
წყაროს ინფორმაციით, აღნიშნული განცხადება ჯონ კერიმ დავოსის ფორუმზე გამოსვლისას გააკეთა.