ე.წ. „დსრ“-ის მეთაური ამზადებს ბრძანებას, რომ ტყვეები აღარ აიყვანონ

თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის (ე.წ.“დსრ“) მეთაური ალექსანდრე ზახარჩენკო ამზადებს ბრძანებას, რომლის თანახმადაც მისი მებრძოლები ტყვეებს აღარ აიყვანენ. სააგენტო „იტარ-ტასის“ ინფორმაციით, ზახარჩენკოს ეს ბრძანება დონეცკში ტროლეიბუსის აფეთქების ფაქტით არის განპირობებული.
„ამ ტრაგედიის შემდეგ მე გავცემ ბრძანებას, ტყვეები აღარ აიყვანონ. ჩვენ გაცვლები არ გვჭირდება“, – განაცხადა ზახარჩენკომ.
გარდა ამისა, ზახარჩენკომ ზემოთ ხსენებულ ტრაგედიაზე პასუხისმგებლობა უკრაინის პრეზიდენტ პეტრე პოროშენკოს დააკისრა.
„ამ ადამიანების სიკვდილი მხოლოდ თქვენს სინდისზეა, რადგანაც მეომრებს მიეცით ბრძანება, დაეცხრილათ თქვენი ქალაქი და ახლა ჩვესნ ბავშვებსა და მოხუცებს ხოცავენ“, – მიმართა ზახარჩენკომ უკრაინის პრეზიდენტს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები