გიორგი მარგველაშვილმა საუდის არაბეთის მეფის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოხატა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საუდის არაბეთის მეფის აბდულა ბინ აბდულაზიზ ალ საუდის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოხატა და ტახტის მემკვიდრეს სამძიმრის წერილი გაუგზავნა.
„ღრმად დამამწუხრა მისი უდიდებულესობის, მეფის აბდულა ბინ აბდულაზიზ ალ საუდის გარდაცვალების ამბავმა. ნება მიბოძეთ, ამ დიდი დანაკარგის გამო, ქართველი ხალხის სახელით მოგისამძიმროთ თქვენ, სამეფო ოჯახს და საუდის არაბეთის ხალხს.
მისი უდიდებულესობა მეფე აბდულა ბინ აბდულაზიზ ალ საუდი იყო გამორჩეული ლიდერი არა მხოლოდ ახლო აღმოსავლეთის რეგიონში, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით. დარწმუნებული ვარ, რომ მისი შესანიშნავი მემკვიდრეობა კვლავ გაგრძელდება საუდის არაბეთის ხალხის საკეთილდღეოდ და ახლო აღმოსავლეთის რეგიონში მდგრადი მშვიდობისა და კეთილდღეობის მისაღწევად”, – აღნიშნულია სამძიმრის წერილში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები