ნატოს შეიარაღებული ძალები ბელორუსიის საზღვრებს უახლოვდება

ნატო შეიარაღებულ ძალებს ბელორუსიის საზღვრებისკენ გზავნის. ბელორუსიის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უკრაინის მოვლენებში ჩარევის უფლება ბელორუსიის სამხედრო ძალებს არ აქვთ, თუმცა მათ არც ის სურთ, რომ ნატოს მიერ გაგზავნილმა სამხედრო შეიარაღებამ რამენაირად იმოქმედოს ბელორუსიაში არსებულ ვითარებაზე.
“ნატოს მიერ გამოგზავნილი სამხედრო შეიარაღება და მძიმე ჯავშანტექნიკა ბელორუსიაში საჰაერო სივრცის დასაცავად და გასაკონტროლებლად იმყოფება. თავის მხრივ, ისინი გარკვეულ საფრთხეს შეიცავენ და ქვეყანაში არსებული მშვიდობიანი ვითარების გამწვავების რისკსაც ქმნიან”,- აღნიშნავენ ბელორუსიის თავდაცვის სამინისტროში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები