სანქტ-პეტერბურგის გუბერნატორმა ქუჩისთვის ახმად კადიროვის სახელის დარქმევაზე უარი განაცხადა
სანქტ-პეტერბურგის გუბერნატორმა გიორგი პოლტავჩენკომ ქალაქში ერთ-ერთი ქუჩისთვის ახმად კადიროვის სახელის დარქმევაზე, უარი განაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას „იტარ-ტასი“ ავრცელებს. ქუჩისთვის კადიროვის სახელის მინიჭების ინიციატივა პეტერბურგის საკანონმდებლო კრების დეპუტატს ვიტალი მილონოვს ეკუთვნოდა.
„ახმად-ხაჯი კადიროვის პიროვნებისადმი სრული პატივისცემის მიუხედავად უნდა ვაღიაროთ, რომ სანქტ-პეტერბურგის ცხოვრებაში უშუალო მონაწილეობა არ მიუღია, ჩვენ ქალაქში არ ცხოვრობდა და არ მოღვაწეობდა“, – ნათქვამია პოლტავჩენკოს საპასუხო ტექსტში.