ლევან ღვინჯილია უბინაოდ დარჩა

ბანკის ვალების გამო ენათმეცნიერმა ლევან ღვინჯილიამ საცხოვრებელი სახლი გაყიდა. როგორც ის აცხადებს, მან და მისი ოჯახის წევრებმა ამ სახლში ბოლო 19 წელი გაატარეს. ენათმეცნიერი “პროკრედიტბანკსა და “ქართუს” ყოფილ პრეზიდენტს ნოდარ ჯავახიშვილს „გულისხმიერებისთვის“ ირონიულ მადლობას უხდის.
„ამ დღეს ველოდი, მოვესწარ…” – ამ ბინაში გავატარეთ მე და ჩემმა ოჯახმა ბოლო 19 წელი. წუხანდელი ღამეც აქ გავათენეთ, მაგრამ ამჯერად უკვე – სხვის ბინაში.
– დიახ! გუშინდლიდან შევჩენკოს 12-ში მდებარე ეს ხუთოთახიანი ბინა ჩვენი აღარაა: იგი ჩემი ოჯახის საბანკო და სხვა ვალების ერთმა ნაწილმა მშვიდად და უხმაუროდ შეიწირა.10934231_893688970653597_687329880_n
– აი, ასე “წვერდამშვენებული” ვაცილებ ჩემს 65-ე ზამთარს და 165.000 $-%-იანი ვალით ვეგებები 66-ეს!
– მინდა ვისარგებლო შემთხვევით და “უღრმესი მადლობა” მოვახსენო, ჩემდამი გამოჩენილი “გულისხმიერებისათვის”, “პროკრედიტბანკსა“ და “ქართუს” ყოფილ პრეზიდენტს, ბატონ ნოდარ ჯავახიშვილს, ვისი “პრინციპულობის” წყალობით იძულებული გავხდი სხვა ბანკიდან ამეღო კაბალური (წლიურ 36%-იანი) სესხი და… ცხადია, დეტალებს აქ აღარ ჩავუღრმავდები. – იმედია, აწი მაინც არ მკითხავთ, რით ვარსებობდით ბოლო 11 წლის განმავლობაში, როცა ოჯახის არც ერთი წევრი არ იყო დასაქმებული…
– კარგად მესმის, რომ სამშობლოზე გაბრაზება ყოვლად დაუშვებელია, მაგრამ არც იმის შეგრძნებაა ადვილად ასატანი, რომ შენს ქვეყანას არაფერში არ სჭირდები. – ხელისუფლებაზე ხომ ლაპარაკიც კი არ ღირს: “მე ვიყო კარგად და შენ, თუ გინდა, კისერი გიტეხია” – აი, მისი პრინციპი.
– ნუგეშად კი ჯერჯერობით მხოლოდ ის მრჩება, რომ, ახალი მეპატრონის კეთილი ნებით, შეგვიძლია აქ დავრჩეთ გაზაფხულამდე.
– მერე?
– მერე რა იქნება? – ეს ჯერ არ ვიცით!!!
– “საქართველოო, ლამაზო! სხვა საქართველო სად არი?”…“ – წერს ლევან ღვინჯილია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

10934618_893689007320260_1854767554_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები