ნინო ფოჩხუა: დავიჯერო რევოლუციების გურუმ აკერმანმა ვერაფერი უშველა ამ გასაცოდავებულ ქართულ ოპოზიციას და ვიღაც ჩეხი გააცოცხლებს ამ პოლიტიკურ მკვდრებს? ტყუილად წვალობენ, მამუკა მდინარაძე ეტყობა თვალში ეპატარავებათ

“ბევრი იარეს თუ ცოტა, არჩევანი ჩეხეთზე შეაჩერეს, ამჯერად “პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის” ერთ-ერთ ლიდერზე იგორ ბლაჟევიჩზე,” – ამის შესახებ ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმიანება გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ოპოზიციას რევოლუციურ სცენარს ამჯერად ჩეხი იგორ ბლაჟევიჩი უწერს.

მისი თქმით, ოპოზიციონერები ტყუილად წვალობენ, რადგან, მათ თავის დროზე “რევოლუციების გურუმ”, აკერმანმაც კი ვერ უშველა. ფოჩხუა აღნიშნავს იმასაც, რომ სუს-ის უფროსი, მამუკა მდინარაძე ყველაფერს ხედავს.

“ის როგორ არის…
“Король умер да здавствует Король!”
აკერმანი მოკვდა, გაუმარჯოს ბლაჟევიჩს!
ბევრი იარეს თუ ცოტა, არჩევანი ჩეხეთზე შეაჩერეს, ამჯერად “პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის” ერთ-ერთ ლიდერზე იგორ ბლაჟევიჩზე. დავიჯერო რევოლუციების გურუმ აკერმანმა ვერაფერი უშველა ამ გასაცოდავებულ ქართულ ოპოზიციას და ვიღაც ჩეხი, რომელიც აქა-იქ იგუგლება, ისიც საქართველოზე, გააცოცხლებს ამ პოლიტიკურ მკვდრებს, რაღაც არამგონია, ტყუილად წვალობენ. ამათ მამუკა მდინარაძე ეტყობა თვალში ეპატარავებათ, გაიგეთ ის ყველაფერს ხედავს და ყველაფერი იცის, ასე რომ…” – წერს ნინო ფოჩხუა Facebook-ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები