დიღომში მამაკაცი საკუთარ ბინაში ჩამომხრჩვალი იპოვეს



 დიღომში 55 წლის მამაკაცი საკუთარ ბინაში ჩამომხრჩვალი იპოვეს, აღნიშნული ინფორმაცია “კვირას” შსს-ში დაუდასტურეს.
როგორც შსს-ში აცხადებენ, ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.
უწყების ინფორმაციით, საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
როგორც გარდაცვლილის მეზობლები ყვებიან, მამაკაცმა თავი მოიკლა, თუმცა მომხდარის ზუსტი მიზეზი ჯერ ცნობილი არ არის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები