“სფერო ინვესტის” დირექტორი, გიორგი მურუსიძე უცხოეთში დააკავეს
“სფერო ინვესტის” დირექტორი, გიორგი მურუსიძე უცხოეთში დააკავეს.
შესაბამისი ინფორმაცია “კვირას” პროკურატურაში დაუდასტურეს.
შეგახსენებთ, გიორგი მურუსიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა პროკურატურამ გასული წლის ნოემბერში დაიწყო და მასზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა.
კერძოდ, “სფერო ჰოლდინგის” საქმეზე, მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მოტყუებით დაუფლების ფაქტზე “სფერო ჰოლდინგის” დამფუძნებელი, გივი წულეისკირი დააკავეს, ხოლო სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო “სფერო ინვესტის” დირექტორის გიორგი მურუსიძის მიმართ.
არსებული ინფორმაციით, ამ ეტაპზე, ექსტრადიციასთან დაკავშირებით შესაბამისი პროცედურები მიმდინარეობს.