თეთრი სახლი: ირანთან დაკავშირებით აშშ-ის გეგმების შესახებ მხოლოდ ტრამპმა და მრჩევლების მცირე წრემ იცის
თეთრმა სახლმა, ირანთან დაკავშირებით აშშ-ის გეგმების შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარი გააკეთა.
როგორც თეთრ სახლში აღნიშნეს, შემდგომი შესაძლო ქმედებების შესახებ მხოლოდ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და მრჩევლების მცირე წრემ იცის.
მანამდე ამერიკული მედიასაშუალებები აცხადებდნენ, რომ შეერთებულ შტატებს შეზღუდული სამხედრო რესურსები აქვს, რომელთა გამოყენებაც შესაძლებელია ირანზე შესაძლო ახალი თავდასხმისთვის. ასევე ითქვა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ტრადიციული საჰაერო დარტყმების გარდა, ირანის წინააღმდეგ სხვადასხვა ზომებს განიხილავს, როგორიცაა კიბერშეტევები და მთავრობის დესტაბილიზაციის კამპანიები.
„სიმართლე ისაა, რომ მხოლოდ პრეზიდენტმა ტრამპმა იცის, რას აპირებს და მისი გეგმების შესახებ მხოლოდ მრჩევლების ძალიან, ძალიან მცირე წრე იცის. და, როგორც ვთქვი, ის აგრძელებს ირანში ადგილზე არსებული ვითარების ყურადღებით მონიტორინგს“, – განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა კეროლაინ ლევიტმა.
პრესმდივანმა ასევე დაადასტურა, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ტრამპს სთხოვა, გადაედოთ ირანზე თავდასხმის ნებისმიერი გეგმა.