მედია: ბომბის საფრთხის გამო, “თურქეთის ავიახაზების“ თვითმფრინავი ბარსელონაში ავარიულად დაეშვა

ბომბის შესაძლო საფრთხის გამო, „თურქეთის ავიახაზების“ (Turkish Airlines) თვითმფრინავი ბარსელონაში ავარიულად დაეშვა.

არსებული ინფორმაციით, რეისი სტამბოლიდან ბარსელონას მიმართულებით ასრულებდა ფრენას, როდესაც ეკიპაჟმა უსაფრთხოების პროტოკოლის შესაბამისად, საგანგებო დაშვების გადაწყვეტილება მიიღო.

თვითმფრინავი ბარსელონას ელ პრატის აეროპორტში უსაფრთხოდ დაეშვა.

მგზავრები ბორტიდან ევაკუირებულნი იყვნენ და შესაბამისი სამსახურების მიერ უსაფრთხო ზონაში გადაიყვანეს.

აეროპორტის ოპერირება დროებით შეზღუდული იყო, თუმცა მოგვიანებით ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდა.

როგორც მედია აღნიშნავს, ეს ცრუ განგაში იყო, რადგან დადასტურდა, რომ ბორტზე ასაფეთქებელი ნივთიერებები არ იყო. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები