ფრიდრიხ მერცი: რუსეთი ევროპული ქვეყანაა

ბიზნეს ლიდერებთან მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას, გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში რუსეთთან ურთიერთობების დაბალანსება კვლავ შესაძლებელია. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს.

„რუსეთი ევროპული ქვეყანაა“, – განაცხადა გერმანიის მთავრობის მეთაურმა.

„თუ ჩვენ შევძლებთ, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში რუსეთთან ურთიერთობებში ბალანსი ვიპოვოთ, თუ მშვიდობა დაისადგურებს, თუ თავისუფლება იქნება გარანტირებული, თუ ჩვენ ყოველივე ამას მივაღწევთ… მაშინ ევროკავშირი და ჩვენც, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა, კიდევ ერთ გამოცდას ჩავაბარებთ“, – დასძინა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები