სამხრეთ აფრიკაში წყალდიდობის გამო 600-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
News24-ის ცნობით, ძლიერი წვიმების შედეგად გამოწვეული წყალდიდობით კრუგერის ეროვნული პარკიდან 600-ზე მეტი ვიზიტორისა და მუშის ევაკუაცია განხორციელდა.
„ლიმპოპოსა და მპუმალანგას პროვინციებში ძლიერი წვიმების შედეგად გამოწვეული დამანგრეველი წყალდიდობის გამო კრუგერის ეროვნული პარკიდან 600-ზე მეტი ვიზიტორი და მუშაკი ევაკუირებულია“, – წერს გამოცემა.
შეგახსენებთ, რომ სამხრეთ აფრიკაში ძლიერი წვიმების შედეგად წყალდიდობები და მეწყერი გრძელდება, რასაც ცხრა ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
თითქმის ოთხი წლის განმავლობაში პირველად, სამხრეთ აფრიკის მეტეოროლოგიურმა სამსახურმა ლიმპოპოსა და მპუმალანგას პროვინციებისთვის განგაშის უმაღლესი დონე გამოაცხადა. სტიქიის ზონა სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტმა სირილ რამაფოსამ მოინახულა. მოსალოდნელია, რომ მომდევნო ორი დღის განმავლობაში ნალექი შეუჩერებლად გაგრძელდება, 24-48 საათის განმავლობაში 100-200 მილიმეტრია მოსალოდნელი.