გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა თბილისის ზღვაზე უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების თანამშრომლებმა თბილისის ზღვაზე ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინეს.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტია ინფორმაციით, მოქალაქეები თევზჭერას 300 მეტრამდე სიგრძის სახლართი ბადის გამოყენებით ახდენდნენ. სამართალდამრღვევებს უკანონოდ ჰქონდათ მოპოვებული სხვადასხვა სახეობის 10 კილო თევზი.

ნებისმიერი ტიპის სახლართი ბადით თევზჭერა ითვალისწინებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას, შესაბამისად, ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს და მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნება.

ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლა დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია. უკანონო თევზჭერის ფაქტების პრევენციის, აღკვეთისა და გამოვლენის მიზნით, დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ. ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები