რა ვითარებაა ირანში, სადაც სასიკვდილო განაჩენი დღეს უნდა აღსრულდეს

ამ დროისთვის 26 წლის ერფან სოლტანის საქმესთან დაკავშირებით, რომელიც ირანში, მიმდინარე არეულობის დროს დააკავეს, არაფერია ცნობილი, – ამის შესახებ “ბიბისი” წერს.

ირანის ოფიციალურ პირებს და სახელმწიფოსთან დაკავშირებულ მედიას ჯერ კომენტარი არ გაუკეთებიათ სოლტანის საქმეზე. თუმცა, სასამართლო ხელისუფლება დაკავებული მომიტინგეების წინააღმდეგ, რომლებსაც „მეამბოხეებს“ და „ტერორისტებს“ უწოდებს, დაჩქარებული წესით სამართლებრივი ქმედებების განხორციელებაზე საუბრობს.

“ერფანი პირველი მომიტინგეა, რომელსაც სიკვდილით დასჯა მიესაჯა, მაგრამ ის უკანასკნელი არ იქნება“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და დასძინა, რომ საპროტესტო აქციების დროს 10 600-ზე მეტი ირანელი დააკავეს.

ირანს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს სიკვდილით დასჯის მხრივ, 2025 წელს, სავარაუდოდ, 2000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა.

ტრამპის მუქარის შემდეგ, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის კოლეგასთან დიალოგები გამართა და განაცხადა, რომ ირანი მზადაა „ნებისმიერი სცენარისთვის“.

ამასთან, ირანმა გააფრთხილა ქვეყნები, რომლებიც აშშ-ის სამხედრო ობიექტებს მასპინძლობენ, რომ თუ შეერთებული შტატები მას თავს დაესხმება, მათზე დარტყმებს დაიწყებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები