“რამზან კადიროვის ჯანმრთელობის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდა” — უკრაინის დაზვერვა

უკრაინის დაზვერვის ცნობით, ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი სპეციალურ საავადმყოფოში იმყოფება, სადაც ოჯახის წევრები არიან შეკრებილები, მათ შორის საზღვარგარეთიდან ჩასული ნათესავები.

უკრაინის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „უკრინფორმი“ წყაროზე დაყრდნობით იტყობინება, რომ კადიროვის მდგომარეობა სერიოზულად გაუარესდა და კრემლი უკვე განიხილავს, თუ ვინ დაიკავებს მის ადგილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურის თანამდებობაზე.

მედიის ინფორმაციით, ფავორიტებს შორის არიან მაგომედ დაუდოვი, აპტი ალაუდინოვი და კადიროვის უფროსი ვაჟი, ახმატ კადიროვი, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მიიღებს.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო დირექტორატის წყარომ აღნიშნა, რომ ბოლო რამდენიმე დღეა კადიროვის მდგომარეობა არასტაბილურია და ექიმები მისი ჯანმრთელობის შესახებ ზუსტ პროგნოზს ვერ აკეთებენ, თუმცა ერთერთი ვერსიით თირკმლის უკმარისობა განიხილება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები