ევროკომისიის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ გრენლანდიას შეუძლია ევროკავშირის იმედი ჰქონდეს

კვიპროსში გამართულ პრესკონფერენციაზე ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა პირველად განაცხადა, რომ გრენლანდიას უსაფრთხოების საკითხებში შეუძლია ევროკავშირზე დაყრდნობა.

„გრენლანდიასთან დაკავშირებით ერთი რამ ცხადია: გრენლანდიას შეუძლია ჩვენზე დაყრდნობა – პოლიტიკურად, ეკონომიკურად, ფინანსურად და უსაფრთხოების საკითხებში. არქტიკული უსაფრთხოების განხილვა, უპირველეს ყოვლისა, ნატოსთვის მნიშვნელოვანი საკითხია. თუმცა, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ არქტიკა და არქტიკული უსაფრთხოება ასევე ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანი თემებია და ჩვენთვის დიდი მნიშვნელობისაა. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ჩვენ ვზრდით ჩვენს ინვესტიციებსა და მხარდაჭერას გრენლანდიისთვის“, – თქვა მან.

აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ევროკომისიამ ღიად განაცხადა, რომ გრენლანდიას შეუძლია თავისი უსაფრთხოებისთვის ევროკავშირზე დაყრდნობა.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ გრენლანდია შეერთებული შტატების ნაწილი უნდა გახდეს, ეროვნული უსაფრთხოებისთვის მისი სტრატეგიული მნიშვნელობის მოტივით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები