ზელენსკი ზალუჟნის შეხვდა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ის შეხვდა ქვეყნის შეიარაღებული ძალების ყოფილ მთავარსარდალს და უკრაინის ელჩს გაერთიანებულ სამეფოში, ვალერი ზალუჟნის, რომელიც მის მემკვიდრედ განიხილება.
„მე შევხვდი ვალერი ზალუჟნის“, – დაწერა ზელენსკიმ თავის Telegram არხზე.
მისი თქმით, მხარეებმა დიპლომატიური მიზნები განიხილეს. თუმცა, ზალუჟნის უკრაინაში ვიზიტის დრო და მიზეზები არ გახმაურებულა.