საქართველოს ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა კატარის სახელმწიფოს ელჩს უმასპინძლა
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა კატარის სახელმწიფოს ელჩთან, ალი იუსუფ აბდულრაჰმან ალ-მულასთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. მინისტრმა მას საქართველოში ელჩის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებული საქმიანობა უსურვა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია კატარის სახელმწიფოსა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავება.
„თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო, ასევე, კატარის სახელმწიფოს ვიცე-პრემიერის, თავდაცვის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, შეიხ საუდ ბინ აბდულრაჰმან ალ თანის მიწვევით, საქართველოს თავდაცვის მინისტრის დოჰაში ვიზიტისა და კოლეგასთან შეხვედრის საკითხებს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.