თბილისის საქალაქო სასამართლოში ჯუანშერ ბურჭულაძისა და მასთან ერთად დაკავებული პირების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
თბილისის საქალაქო სასამართლოში თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძისა და მასთან ერთად დაკავებული პირების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, თავდაცვის ყოფილ მინისტრს ბრალი წარდგენილი აქვს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე.
აღნიშნული დანაშაული 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.