ჭავჭავაძის გამზირზე მოპედი ავტობუსს შეეჯახა
თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მოპედი ავტობუსს შეეჯახა.
მომხდარის შედეგად, დაშავდა მოპედის მძღოლი, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი.
როგორც “კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.