“აშშ-ის რეკომენდაციაა, რომ საქართველომ რუსეთთან კონსტრუქციული პოლიტიკა განაგრძოს“

  საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ამერიკის ხელისუფლება საქართველოს ხელისუფლების მიერ რუსეთთან წარმოებულ კონსტრუქციულ პოლიტიკას მიესალმება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერმა აშშ-ში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, შტატების რეკომენდაციია, რომ საქართველომ რუსეთთან კონსტრუქციული პოლიტიკა განაგრძოს.
“ამერიკის ხელისუფლება საქართველოს ხელისუფლების მიერ რუსეთთან წარმოებულ კონსტრუქციულ პოლიტიკას მიესალმება. მათი რეკომენდაციაც არის ის, რომ ჩვენ გავაგრძელოთ ეს პოლიტიკა. ეს არის ჩვენი განწყობაც და სასიხარულოა, რომ როგორც ევროპელი ლიდერები, ასევე ამერიკაშიც თვლიან, რომ ეს არის ერთადერთი სწორი და ჯანსაღი მიდგომა. ეს არის ის, რაც მოვისმინე ევროპაში ვიზიტის დროს – მიუნხენში, ბრიუსელში და ეს არის ის, რაც მოვისმინე აშშ-ში ვიზიტის განმავლობაში”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები