“ნიჭიერთა ათწლედის” იუბილისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო კონცერტი
2 მარტს, 19 საათზე, თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლაში “ნიჭიერთა ათწლედის” 80 წლის იუბილისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება. მასში მონაწილეობს სულხან ცინცაძის სახელობის ეროვნული სიმებიანი კვარტეტი შემდეგი შემადგენლობით: კონსტანტინე ვარდელი, თამაზ ბათიაშვილი, ნოდარ ჟვანია, ოთარ ჩუბინიშვილი და დავით ხრიკული,- საერთაშორისო და რესპუბლიკური კონკურსებისა და ფესტივალების გრანპრის, 2013 წლის “ოქროს მაკნატუნას” მფლობელი. კონცერტში ასევე მონაწილეობს ირინა ხოშტარია-ჯაიანი. შემოსული თანხა “ნიჭიერთა ათწლედის” მოსწავლეთა მხარდასაჭერ ფონდში გადაირიცხება.
სულხან ცინცაძის სახელობის ეროვნული სიმებიანი კვარტეტი ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე სახელოვანი პროფესიული მუსიკალური კოლექტივია, ის 1966 წელს საქართველოს სახელმწიფო სიმებიანი კვარტეტის სტატუსით შეიქმნა.