მანანა ბერიკაშვილი სტამბოლში ჩვენებურებს შეხვდა

  24 თებერვალს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი სტამბოლში ართვინელთა საზოგადოების წევრებს და თურქეთში ქართული კულტურის სახლის „ჩვენებურის” ხელმძღვანელს შეხვდა. ბაიარ შაჰინ გუნდარიძესთან და ერდალ ქუჩუკთან საუბარი თურქულ-ქართული ურთიერთობის პერსპექტივებს შეეხო. თურქეთში მოღვაწე ქართველები იმედოვნებენ, რომ კულტურის სამინისტრო სამომავლოდ მათ სამშობლოში მრავალ საინტერესო პროექტს განახორციელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები