“ნაცებს სურთ, თბილისი ევრომაიდნად აქციონ“
“ნაცებს სურთ, თბილისი ევრომაიდნად აქციონ“,- ამის შესახებ მოსკოვში მცხოვრებმა ქართველმა ბიზნესმენმა ზაზა გაბედავამ “კვირასთან“ საუბრისას განაცხადა. გაბედავა საქართველოს პრემიერ – მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილის მიმართავს და ქვეყანაში სისხლისღვრის თავიდან ასაცილებლად “ნაცზონდერების“ მასობრივ დაპატიმრებას მოითხოვს. “რაც მოყვა გუშინ ზონდერ “უფლებადამცველ” გიორგი ონიანის დაპატიმრებას – „ნაცბოძრაობის“ “ფილიალმა”- “თავისუფალმა ზონამ“ მხარი დაუჭირა ზონდერ ონიანს, ზონდერმა ირაკლი ჩხვირკია გუშინ ონიანის მხარდასაჭერად საბურავს ცეცხლი წაუკიდა. ეს ევრომაიდნის დემონსტრირება იყო. ნაცებს სურთ, თბილისი ევრომაიდნად აქციონ. ამაზე აშკარად მეტყველებდა სააკაშვილის გუშინდელი გამოსვლა კიევში. მივმართავ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს და მოვითხოვ ნაცზონდერების მასობრივ დაპატიმრებას, რათა საქართველოში სისხლისღვრა არ მოხდეს“,- განუცხადა “კვირას“ გაბედავამ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ მოდულის შენობასთან გოგა ონიანის მხარდამჭერებმა საბურავებით ცეცხლი დაანთეს. “თავისუფალი ზონის“ ერთ-ერთმა წევრმა ირაკლი ჩხვირკიამ კი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დააანონსა, რომ გაზაფხულზე საქართველოში რუსეთის ძალა დამარცხდება.
“პუტინის რუსეთი უკრაინაში უფრო ძლიერია, ვიდრე საქართველოში. ჩვენთან უფრო სწრაფად მოეღებათ ბოლო გამოგაზაფხულდეს ჯერ“. P.S. ქართული ბერკუტი ვერ იმუშავებს, ან არ იმუშავებს ისე, როგორც კიევში!“,-აღნიშნა ჩხვირკიამ.