გუდაური- კობის გზის მონაკვეთზე შეზღუდვები მოქმედებს

თოვლისა და ლიპყინულის გამო, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური (ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებითაა დასაშვები. როგორც “კვირას“ საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს, გუდაური (ფოსტა) –კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება ზვავდამცავი გვირაბების გავლით. მისაბმელიანი, ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა გვირაბებში ცალმხრივად განხორციელდება. აღნიშნულ მონაკვეთზე ავტომანქანების მიმოსვლისას მათი გაჩერება იკრძალება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები