ძლიერმა ქარმა კახეთში სახლები დააზიანა

  კახეთის სამ რაიონში: გურჯაანში, ლაგოდეხსა და თელავში ძლიერმა ქარმა საცხოვრებელი სახლები დააზიანა. სტიქიამ სახლებს სახურავები გადახადა. ქარმა ასევე დააზიანა მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზები, რის გამოც 15 ათასამდე აბონენტი დენის გარეშეა დარჩენილი. კახეთის ენერგოდისტრიბუცია მუშაობის საგანგებო რეჟიმზეა გადასული. სტიქიის ზონა ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს. ზარალს სპეციალური კომისია ითვლის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები