უკრაინელი მამაკაცი სააკაშვილს: როგორ გახდი მილიარდერი?(ვიდეო)

 საქართველოს ექსპრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, კიევში ევრომაიდანზე უკრაინელმა მამაკაცმა ბანდიტი ეძახა და მოსთხოვა ხალხისთვის მოეყოლა სიმართლე იმის შესახებ, თუ როგორ გახდა ის მილიარდერი.
ექსპრეზიდენტი უცნობ მამაკაცთან პოლემიკაში არ შესულა. მიხეილ სააკაშვილის თანმხლებმა პირებმა უცნობის დამშვიდება სცადეს და ტერიტორიას გაარიდეს. „მოდი კამერების წინ მითხარი, როგორ გახდი მილიარდერი. ყველას თვალწინ თქვი! მითხარი რატომ გამოგაგდეს საქართველოდან. სიმართლე თქვი, იმიტომ რომ ეს მაიდანია და აქ ხალხი სიმართლისთვის იღუპება. თქვენ და თქვენნაირები ხართ „ბანდიტები“ . სიმართლე უთხარი ხალხს თვალებში, როგორ გახდი მილიარდერი, თქვი!“- მიმართა უცნობმა მამაკაცმა მიხეილ საკაშვილს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები