ადვოკატები ზაზა ხატიაშვილს უპირისპირდებიან

ადვოკატების ერთი ნაწილი ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს უპირისპირდება. ისინი ზაზა ხატიაშვილს “ნაციონალურ მოძრაობასთან” გარიგებაში ადანაშაულებენ და მის გადადგომას მოითხოვენ.
ამ წუთებში საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ოფისთან მოძრაობა „ახალგაზრდული ცენტრის“ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ორგანიზაციის ლიდერის ზურაბ ქადაგიძის თქმით, ხატიაშვილმა საზოგადოებას ბოდიში უნდა მოუხადოს, რადგან გოგა ონიანის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული განცხადებებით ხალხი შეცდომაში შეიყვანა.
“გუშინ ხატიაშვილმა გააკეთა განცხადება, რომ იცავდა ადვოკატ გოგა ონიანს, რომელიც დააკავეს წესების დარღვევით, ის ნაცემი და ნაწამებია. ხატიაშვილმა თქვა, რომ ამ განცხადებაზე პასუხისმგებელია. თუმცა ექსპერტიზამ და ონიანის მეუღლემაც აღნიშნეს, რომ დაკავება  კანონის ფარგლებში იყო და ონიანი ნაწამები არ არის“, – განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები