შსს-ს წარმომადგენლები სამოქალაქო უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობენ

  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთერთობის დეპარტამენტის და საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის წარმომადგენლები ევროკავშირის მხარდაჭერით აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატში ორგანიზებული პროგრამის (PPRD East) ეგიდით გამართულ მთავარ დამაგეგმარებელ კონფერენციასა და სამეთაურო-სამაგიდო ვარჯიშში მონაწილეობენ. შს სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიებაში საქართველოს შს სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად აზერბაიჯანის, სომხეთის, უკრაინის, ბელარუსიის და მოლდოვის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურების წარმომადგენლები მონაწილებენ. კონფერენცია და სამეთაურო-სამაგიდო ვარჯიში სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ ტარდება და 27 თებერვლამდე გაგრძელდება.
„PPRD East“-ის პროგრამის წარმომადგენლები მონაწილეებს ევროკავშირის სამოქალაქო უსაფრთხოების მექანიზმის შესახებ პრეზენტაციას წარუდგენენ და პროგრამაში ჩართული ქვეყნების სამოქალაქო თავდაცვის პრინციპებს გააცნობენ. სამეთაურო-სამაგიდო ვარჯიში კატასტროფების და კრიზისული სიტუაციების დროს სამოქალაქო უსაფრთხოების ერთიანი გეგმის შექმნას და კომუნიკაციის პრინციპების შემუშავებას ისახავს მიზნად, რაც საგანგებო სიტუციის დროს კონკრეტული ამოცანების და ოპერაციების გადაჭრას გაამარტივებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები