ბრიტანეთში ებოლას შემთხვევა დაფიქსირდა

შოტლანდიის ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ გლაზგოში სასიკვდილო ვირუს ებოლას ერთი შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსი სიერა-ლეონედან დაბრუნებულ პაციენტს აღმოუჩინეს. „ბი-ბი-სის“ ცნობით, დაავადებული პაციენტი ქალია. ამჟამად პაციენტის ყველა შესაძლო კონტაქტის შესწავლა მიმდინარეობს. შოტლანდიის ხელისუფლების განცხადებით, დაავადების დიაგნოსტირება ადრეულ სტადიაში მოხდა, ამიტომ მისი გავრცელების რისკი მინიმალურია.
„შოტლანდიამ დასავლეთ აფრიკაში ებოლას დაავადების გავრცელებისთანავე დაიწყო მომზადება. დარწმუნებული ვარ, კარგად ვართ მომზადებულები“, – განაცხადა შოტლანდიის პირველმა მინისტრმა ნიკოლა სტერჟენმა.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ინფორმაციით, ებოლას ვირუსით 7,5 ათასი ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები