დავით მათიკაშვილი: დღეს, როდესაც დამნაშავე ბაჩიაშვილმა აღიარა ყველა დანაშაული, აანაზღაურა ზიანი, დუმან ის ადამიანები, ვინც საქართველოს ასე უსამართლოდ სდებდნენ ბრალს პოლიტიკურ მიკერძოებაში
“დღეს, როდესაც დამნაშავე ბაჩიაშვილმა აღიარა ყველა დანაშაული, აანაზღაურა ზიანი, დუმან ის ადამიანები, ვინც საქართველოს ასე უსამართლოდ სდებდნენ ბრალს პოლიტიკურ მიკერძოებაში,” – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
„საინტერესოა, რას იტყვის გერმანიის ელჩი, თუმცა, მას რეალურად სათქმელი არაფერი აქვს. კარგი იქნება, თუ ქართულ სახელმწიფოს ეს ადამიანები და ეს ძალები ბოდიშს მოუხდიან”, – განაცხადა მათიკაშვილმა.
ცნობისათვის, პეტერ ფიშერი ბაჩიაშვილის დაკავების გამო შეშფოთებას გამოთქვამდა.
პროკურატურის განცხადებით, გიორგი ბაჩიაშვილმა სრულად აღიარა ჩადენილი დანაშაული სისხლის სამართლის ყველა საქმეზე, სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან, აანაზღაურა ზიანი, რისთვისაც გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება პირობით მსჯავრსა და ჯარიმაზე.