გიორგი ვოლსკი: დამოკიდებულება, რომელიც ბაჩიაშვილის საკითხის მიმართ გამოხატეს გერმანიის ელჩმა თუ სხვა აქტორებმა არის შეურაცხმყოფელი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ გიორგი ბაჩიაშვილის საქმესთან დაკავშირებით საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის და სხვა აქტორების დამოკიდებულება შეაფასა.
„დამოკიდებულება, რომელიც ბაჩიაშვილის საკითხის მიმართ გამოხატეს გერმანიის ელჩმა თუ სხვა აქტორებმა, რომლებიც საქართველოს ასე ინტენსიურად უტევენ, არის შეურაცხმყოფელი და საკმაოდ სერიოზული საფრთხის შემცველიც. ეს დეზინფორმაციასთან ერთად საკმაოდ სერიოზული ინტენსიურ მცდელობებს უკავშირდება, საქართველოს, როგორც საერთოდ სახელმწიფოს დისკრედიტაციის მიზნით”, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
ცნობისათვის, პეტერ ფიშერი ბაჩიაშვილის დაკავების გამო შეშფოთებას გამოთქვამდა.
პროკურატურის განცხადებით, გიორგი ბაჩიაშვილმა სრულად აღიარა ჩადენილი დანაშაული სისხლის სამართლის ყველა საქმეზე, სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან, აანაზღაურა ზიანი, რისთვისაც გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება პირობით მსჯავრსა და ჯარიმაზე.