ტუსკი პოლონეთის მოქალაქეებს ირანის დატოვებისკენ მოუწოდებს

პოლონეთის პრემიერმინისტრმა, დონალდ ტუსკმა, პოლონეთის მოქალაქეებს, რომლებიც ამჟამად ირანში იმყოფებიან ან იქ მოგზაურობას გეგმავენ, მოუწოდა, დატოვონ ქვეყანა და თავი აარიდონ მგზავრობას.

“გთხოვთ, მოემზადოთ დაუყოვნებლივ ქვეყნის დატოვებისთვის და არ ჩახვიდეთ ირანში. გთხოვთ, სერიოზულად მიიღოთ ეს გაფრთხილება, რადგან ზოგიერთი მოქალაქე ამ რეკომენდაციას უგულებელყოფს”, – განაცხადა ტუსკმა.

პრემიერის განმარტებით, შესაძლებელია მკვეთრი კონფლიქტის გაჩენა, რის გამოც რამდენიმე საათში ან შესაძლოა, ერთ დღეში ევაკუაცია შეუძლებელი გახდეს.

Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ბოლო პერიოდში აშშ-მა რეგიონში საჰაერო ძალები – დიდი რაოდენობის ავიაგამანადგურებლები და დამხმარე სამხედრო თვითმფრინავები გაგზავნა, რაც 2003 წლის ერაყში შეჭრის შემდეგ აშშ-ს მიერ რეგიონში ყველაზე მასშტაბურ სამხედრო მობილიზაციას წარმოადგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები