შს მინისტრი ხვალ კონკურსში გამარჯვებულ ჟურნალისტებს და მოქალაქეებს დააჯილდოებს
შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიის ფარგლებში ჩატარებული კონკურსის გამარჯვებულ ჟურნალისტებს და მოქალაქეებს დააჯილდოებს.
შს სამინისტროს ინფორმაციით, გამარჯვებული ჟურნალისტები რამდენიმე ნომინაციაში გამოვლინდნენ. ჟურნალისტური ნამუშევრები სპეციალურმა ჟიურიმ შეაფასა.
კონკურსში გამარჯვებული მოქალაქეები გამოვლინდნენ ფეისბუქზე ხმების რაოდენობით, რამდენიმე ნომინაციაში: საუკეთესო ფოტო, საუკეთესო დიზაინი და საუკეთესო სლოგანი.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერით ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სოციალური კამპანია „არა ძალადობას!“ 25 ნოემბერს დაიწყო.